სუპერქარი Hennessey Venom GT Spyder, რომელიც Aerosmith-ის ლიდერის, სტივენ ტაილერის საკუთრება იყო, აუქციონიდან 800 000 დოლარად გაიყიდა. თუმცა, ვარაუდობდნენ, რომ მის გასხვისებას 1,1 მილიონ დოლარად შეძლებდნენ.
ტაილერის Venom GT ერთ-ერთია იმ ხუთი სუპერქარიდან, რომელიც Hennessey-მ 2013 წელს ააწყო. ეს კონკრეტული ავტომობილი ინტეგრირებული უსაფრთხოების კარკასითა და უფრო მძლავრი ძრავით გამოირჩევა და კონსტრუქციის წონა ცხენის ძალებს შეესაბამება. შვიდლიტრიანი V8 ძრავი ორი ტურბინით 1244 ცხენის ძალას გამოიმუშავებს – შესაბამისად იგივე ავტომობილის წონაც.
მუსიკოსის ავტომობილის კიდევ ერთი განსაკუთრებულობა JL Audio-ს აუდიოსისტემა გახლავთ, რომელიც თავად Aerosmith-ის ხმის რეჟისორმა, დევიდ ფრანჟიონიმ ”მომართა”. ასევე, აღსანიშნავია ტყავის სალონი წითელი ნაკერებით. სალონში ასევე არის ისეთივე გამოსახულება, რომელიც ტაილერის ტატუს იმეორებს.
სუპერქარის გაყიდვიდან მიღებული თანხა მთლიანად სტივენ ტაილერის ფონდს გადერიცხება, რომელიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლ გოგონებს ეხმარება.