LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Aerosmith-ის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის დამატებითი მატარებლები დაინიშნა

13

Black Sea Arena-ზე ჯგუფ Aerosmith-ის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის “საქართველოს რკინიგზამ” თბილისიდან დამატებით 2 STADLER-ის ტიპის მატარებელი დანიშნა.

ამასთან, კომპანიის ცნობით,  საქართველოს რკინიგზა  20 მაისს ბათუმი-ქობულეთი-ურეკის და უკუ მიმართულებით ნიშნავს მატარებლებს, რომლებიც ამ მარშრუტზე შემდეგი გრაფიკით იმოძრავებენ:

კენტ რიცხვებში: მატარებელი №7001 ბათუმიდან გავა 16:00, ქობულეთში იქნება 16:18-16:21, ხოლო ურეკში ჩავა 16:46. სამგზავრო მატარებელი №7003 ბათუმიდან გავა 18:10 ქობულეთში იქნება 18:28-18:31, ურეკში ჩავა 18:56. მატარებელი №7005 ბათუმიდან გავა 21:30, ქობულეთში ჩავა 22:01-22:04, ურეკში იქნება 22:22.

ლუწ რიცხვებში: მატარებელი №7002 ურეკიდან გამოვა 17:05, ქობულეთში იქნება 17:27-17:31, აღნიშნული მატარებელი ბათუმში ჩავა 17:50. მატარებელი №7004 ურეკიდან გავა 19:35 ქობულეთში იქნება 20:05-20:09, ბათუმში ჩავა 20:27. სამგაზვრო მატარებელი №7006 ურეკიდან გავა 0;15, ქობულეთში ჩავა 0:39-0:43 და ბათუმში იქნება ღამის 1:01.

აღნიშნულ სამგზავრო მატარებლებზე ბილეთის ღირებულება ბიზნეს კლასისთვის შეადგენს 10 ლარს, I კლასით მგზარობის საფასურია 8 ლარი, ხოლო IIკლასით მგზავრობა შესაძლებელია 6 ლარად. I და II კლასით მგზავრობისას ბავშვებზე მოქმედებს შეღავათიანი ტარიფი.