LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აეროპორტში სიკეთის მაღაზია გაიხსნა, რომელსაც გამყიდველი არ ჰყავს

184
First-Airport-Honesty-Shop-1-768x373

სიკეთის მაღაზია – ასე ჰქვია სავაჭრო ობიექტს, რომელიც კანადის ქალაქ ჰალიფაქსის აეროპორტში გაიხსნა. მაღაზიის მუშაობის პრინციპი სრულად არის დამყარებული მყიდველთა ნდობაზე, ვინაიდან სავაჭრო ობიექტს გამყიდველი არ ჰყავს.

როგორც გამოცემა smuec.ca იუწყება, სიკეთის მაღაზიაში მყიდველი საკუთარ თავს თვითონ ემსახურება -ეძებს და იღებს სასურველ პროდუქციას, რაც შეეხება გადახდას – მოხმარებელმა პროდუქციის ღირებულება, მაღაზიაში განთავსებულ საფოსტო ყუთში უნდა ჩააგდოს, ან საბანკო ბარათით გადაიხადოს.

როგორც ჩანს, მომხმარებლის კეთილსინდისიერებაზე ნდობამ გაამართლა, რადგან „სიკეთის მაღაზიას“ გახსნიდან მცირე დროში უკვე კარგი შემოსავალი აქვს.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ ჰალიფაქსის აეროპორტის ამ ორიგინალურ მაღაზიაში საკვები და სასმელი პროდუქტების ფართო არჩევანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები