აშშ-ს აეროპორტში დაშვებისას თვითმფრინავი ავტომობილს დაეჯახა. შემთხვევა ჩრდილოეთ კაროლინას შტატში, შარლოტ დუგლასის აეროპორტში მოხდა. ავიაკომპანია American Eagle-ის ლაინერი დასავლეთ ვირჯინიიდან მოფრინავდა და დაჯდომისას ბუქსირს გამოედო.
გამოცემა „alive”-ის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად ავტომობილის მძღოლი დაზიანდა და ის მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავარიის დროს ბორტზე 34 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 31 მგზავრი, 3 კი ეკიპაჟის წევრი იყო. საბედნიეროდ, ყველა მათგანი ტრავმის გარეშე გადარჩა.