ინდოეთში, დელის საერთაშორისო აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ბავშვის საფენებში დამალული 16 კგ ოქრო იპოვეს, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
დაცვის ყურადღება ორმა ბავშვებიანმა წყვილმა მიიქცია, ისინი დელიში დუბაიდან ჩაფრინდნენ. შემოწმების დროს მათ ოქროს ფილები აღმოჩნდათ, 16 კგ ძვირფასი მეტალი ბავშვების საფენებსა და პირსახოცებში ჰქონდათ დამალული.
ნაპოვნი ოქროს ღირებულება დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარია. ახლა მესაზღვრეები დაკავებულ მოქალაქეებს კითხავენ.