LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აეროპორტში 25 წლის ქალს ტემპერატურის მატება დაუფიქსირდა, ის ჩინეთში მასწავლებლად მუშაობდა

721
კორონა 2

ჟენევა-სტამბოლის რეისით თბილისში ჩამოფრენილ 25 წლის ქალს ტემპერატურა 38,1 დაუფიქსირდა, რის გამოც  ის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი აცხადებს, რომ ქალი ბოქსირებულ განყოფილებაშია გადაყვანილი, თუმცა მის შემთხვევაში კორონავირუსი არ განიხილება.

მისივე ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ჩინეთში, დუჯანიანის პროვინციაში, ქალაქ ჩენდუსთან 40- კმ-ში მასწავლებლად მუშაობდა, რომელიც კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრიდან ქალაქ უხანიდან 1000 კილომეტრითაა დაშორებული. ეზუგბაიას განცხადებით, 25 წლის ქალმა აღნიშნული ტერიტორია 20 იანვარს დატოვა.

მისივე ინფორმაციით, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სტაბილურია.