LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აეროპორტიდან ცენტრამდე: ტაქსი, რამდენად გამიყვან?

145

ვარშავის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე მისვლა ევროპაში ყველაზე იაფია. ფრედერიკ შოპენის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ცენტრამდე მგზავრობა მხოლოდ 9 ევრო ღირს, რაც საკმაოდ დაბალი ფასია. მეორე პოზიციას 13 ევროთი ბუქარესტი, მესამეს კი ლისაბონი იკავებს, სადაც ტაქსის მომსახურება 17 ევრო ღირს. ზოგადად კი ევროპული აეროპორტებიდან ქალაქამდე მიღწევას საშუალოდ 40 ევრო მაინც უნდა. რაც შეეხება მსოფლიო მაჩვენებელს. პირველ ადგილს ანთალია იკავებს, სადაც ტაქსის მომსახურება მხოლოდ 7 ევროა. ყველაზე ძვირადღირებული მგზავრობა კი ლონდონში ღირს და ტაქსისტები მინიმუმ 112 ევროს ითხოვენ ხოლმე. აღსანიშნავია, რომ რეიტინგის შედგენისას სპეციალისტებმა კილომეტრაჟიც გაითვალისწინეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები