LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აეროპორტიდან აფრენის დროს ერთი თვითმფრინავი მეორეს დაეჯახა და მის ქვეშ გაიჭედა

81
20200617-PLANES-003

ავიაკომპანია Flybe–ს თვითმფრინავი აფრენისას იქვე დაპარკინგებულ ლაინერს დაეჯახა და მის ქვეშ გაიჭედა. ინციდენტის ამსახველი კადრები Fox News–მა გაავრცელა.

გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა შოტლანდიაში, ქალაქ აბერდინის აეროპორტში მოხდა. აფრენისთვის გამზადებული ხომალდი Bombardier Q400 რეისის შესასრულებლად ემზადებოდა, როდესაც ავიაკომპანია Loganair–ის ლაინერს დაეჯახა.

როგორც ავარიის ამსახველ ფოტომასალაში ჩანს, Flybe–ს ხომალდი ფაქტობრივად Loganair–ის ტურბინის ქვეშ შევარდა და ასე დარჩა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა. ავიაკომპანიებმა მომხდარის გამოძიება დაიწყეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები