LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აეკრძალოს კანიე უესტს დევიდ ბოუის მუსიკის შეურაცხყოფა – ბოუის თაყვანისცმემლები რეპერის წინააღმდეგ

65

კანიე უესტი საზოგადოების კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა, ამჯერად კი მუსიკოსის წინააღმდეგ დევიდ ბოუის თაყვანისმცემლები გამოდიან. რამდენიმე დღის წინ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ 38 წლის რეპერი გეგმავს ბოუის სიმღერებზე ქავერები ჩაწეროს.

ინფორმაციის გავრცელებიდან 1 დღის შემდეგ ინტერნეტში გაჩნდა პეტიცია მოთხოვნით, აეკრძალოს უესტს ბრიტანელი მუსიკოსის სიმღერების საკუთარი გემოვნებით გადაკეთება.

„დევიდ ბოუი იყო მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეების ერთ-ერთი უდიდესი მუსიკოსი. არ უნდა მიეცეს კანიე უესტს საშუალება, ბოუის მიერ დატოვებული მუსიკა შეურაცხყოს,“ – წერს პეტიციის ავტორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები