LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატთა ასოციაციის ახალი შენობის დიზაინმა საერთაშორისო არქიტექტურული ჯილდო მიიღო

102
1

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალი სათაო ოფისის კონცეფცია და დიზაინი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს – Global Architecture & Design Award -ის 2021 წლის გამარჯვებული გახდა.

ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, არქიტექტურული პროექტის ავტორი დავით ცუცქირიძეა.

“ადვოკატთა ასოციაციის ახალი ადმინისტრაციული შენობა, რომელიც საქალაქო სასამართლოს უკან მდებარეობს, ორ სართულსა და ტერასას მოიცავს. შენობის სამკუთხედის ფორმის არქიტექტურული კონცეფცია სიმბოლურია და მართლმსაჯულების სამ აქტორს გულისხმობს, ესენია: ადვოკატურა, სასამართლო და პროკურატურა.” – აცხადებენ ასოციაციაში.

მათივე ინფორმაციით, ერთიანი და დამოუკიდებელი ადვოკატურის სახლის სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე თვეში დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები