ადვოკატთა ასოციაცია, ორგანიზაციაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერს, რომ პროცესმა დარღვევების გარეშე ჩაიარა და სრული წესების დაცვით ჩატარდა.
“2017 წლის 9 დეკემბერს ქ. თბილისში სპორტის სასახლეში ჩატარდა ადვოკატთა ასოციაციის საარჩევნო კრება, რომელიც მიმდინარეობდა უსაფრთხოების წესის სრული დაცვით, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას დაცული იყო საარჩევნო პროცესი და საარჩევნო პროცესის დროს საარჩევნო დარბაზში დენი არ ჩამქრალა. დამატებითი ინფორმაციის და შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ სპორტის სასახლის ადმინისტრაციას”, – წერია ადვოკატთა ასოციაციის განცხადებაში.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვენ თავმჯდომარეობის კანდიდატები დავით ლანჩავა და ლევან ჯანაშია.