ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის ინფორმაციით, თავად პროფესიონალები საუბრობენ, რომ გენერალ სამსონ (სოსო) ქუთათელაძის მკვლელობა შეკვეთილი მკვლელობა არ არის.
როგორც კობაიძემ განაცხადა, გამოძიება ვარაუდობს, რომ მკვლელობა არაპროფესიონალის მიერ არის განხორციელებული.
“ჩემი ინფორმაციით, გამოძიების მხრიდან შეკვეთილი მკვლელობის შესახებ აღარ არის ვარაუდი. მათი განმარტებით, მკვლელობა არაპროფესიონალის მიერ არის განხორციელებული. ამაზე მეტყველებს 6 ტყვია, რომელთაგან გარდაცვლილს ერთი თითში აქვს მოხვედრილი, ერთი – ფეხში. თვითონ პროფესიონალები საუბრობენ იმაზე, რომ ეს არ არის შეკვეთილი მკვლელობა“, – განაცხადა კობაიძემ.