LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი: სისხლი, რომელიც სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდის მაისურსა და შარვალზე იყო, თავად მენაბდეს ეკუთვნოდა

308
daviT sar

სისხლი, რომელიც ბრალდებულის მაისურსა და შარვალზე იყო, თავად მენაბდეს ეკუთვნოდა,- ამის შესახებ დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდის ადვოკატმა დავით დადიანმა განაცხადა.

როგორც დავით დადიანი განმარტავს, გიორგი მენაბდე ზურგის არეში იყო დაჭრილი, რის გამოც მისი ტანსაცმელი სისხლიანი იყო.

სარალიძის საქმის პროკურორი: მოწმემ დაადასტურა, რომ მასთან სახლში მისულ გიორგი მენაბდეს ტანსაცმელი სისხლიანი ჰქონდა და ერთად გარეცხეს

მიხეილ კალანდიას, მას სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ პატიმრობა 11 წლითა და 3 თვის ვადით აქვს მისჯილი.

“მოწმეები ადასტურებენ, რომ გიორგი მენაბდეს ზურგზე დაზიანება ჰქონდა. აქედან გამომდინარე, სისხლი ჩამოდენილი იყო ზურგიდან ქვევით, რის გამოც, დასვრილი იყო, როგორც მაისური, ასევე შარვალი. ეს იყო გიორგი მენაბდის სისხლი.

ექსპერტიზის დასკვნებით რა სისხლია და საიდანაა ამოღებული, ეს ცალკე საკითხია. როგორც დღევანდელი გამოკითხვიდან ჩანს, სისხლი, რომელიც მაისურსა და შარვალზე იყო, გიორგი მენაბდეს ეკუთვნოდა. ექსპერტიზა ჯერ არ გამოგვიკვლევია, მოვა ექსპერტი და ამის შემდეგ გახდება მათი აზრი ცნობილი, შესაბამისად, ამ მტკიცებულებებს შემდეგ შევაჯამებთ. ეს მაისური გამოძიებაში თვითონ გიორგი მენაბდემ წარადგინა, გარეცხილი, მაგრამ გარეცხილზეც შეიძლება ამოიღო სისხლის კვალი, ეს პრობლემას არ წარმოადგენს”,- განაცხადა დადიანმა.

შეგახსენებთ, რომ პროკურორ მირიან მეგრელიშვილის განცხადებით, სასამართლოში დღეს დაკითხულმა მოწმემ დაადასტურა, რომ მასთან სახლში მისულ გიორგი მენაბდეს ტანსაცმელი სისხლიანი ჰქონდა და ერთად გარეცხეს.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე გიორგი მენაბდე 15 აპრილს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა გიორგი მენაბდემ გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები