LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი: ქორიძე პრეზიდენტმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის რეკომენდაციით შეიწყალა

102

დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქართველოში შემოტანისა და შენახვაში ბრალდებული ირაკლი ქორიძის ადვოკატის, სალომე ჯანიაშვილის ინფორმაციით, ბრალდებულის 2014 წლის შეწყალების საქმეში არსებობს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის რეკომენდაცია, რომ ის პოლიტიკური მოტივით იყო დაკავებული და ამის გამო პრეზიდენტს უნდა შეეწყალებინა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სალომე ჯანიაშვილმა ქორიძის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო პროცესის დაწყებამდე თქვა.

“არსებობს შეწყალების კომისიის მიერ მომზადებული მიმართვა პრეზიდენტისადმი, რომ შეიწყალოს ირკლი ქორიძე, რადგან მისი საქმის მასალების შესწავლის შემდეგ გამოიკვეთა, რომ მის დაკავებაში არსებობდა პოლიტიკური მოტივი. მათი პოზიცია დოკუმენტშია ჩამოყალიბებული, რომელსაც ქორიძის ოჯახის წევრები მომაწვდიან, შემდგომ უფრო დეტალურად გავაკეთებ კომენტარს. ამ რეკომენდაციით პრეზიდენტს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მიმართა”, – თქვა ჯანიაშვილმა.

გუშინ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ქორიძის შესახებ “ქრონიკაში” ილაპარაკა და თქვა, რომ ქორიძე 2011 წელსაც იყო დაკავებული, თუმცა 2014 წელს ის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა. მისივე თქმით, პრეზიდენტის მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდა ნეპოტიზმს, რადგან სოცქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქორიძის ყოფილი მეუღლე ნატალია ჩიჩუა, პრეზიდენტის მაკა ჩიჩუას ნათესავია და ეს იყო  ქორიძის შეწყალების მიზეზი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები