ცნობილი ჩოგბურთელის და ძალადობაში ბრალდებულ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნელი დოროყაშვილი ემოციური და ფიზიკური უსაფრთხოებიდან გამომდინარე ფინალურ სასამართლო სხდომას არ დაესწრება.
ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ანა თავხელიძემ განაცხადა.
„საუბარი არის ფოტო და ვიდეო მასალაზე, აუდიო მასალაზე, მიმოწერებზე. საუბარი არის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე.
ამ ქვეყნის ეროვნული სასამართლოს პრაქტიკას ბუნებრივია გვაძლევს და ლოგიკურად გვიქმნის მოლოდინს იმისა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი იქნება გამოტანილი.
ობიექტური მიზეზების გამო ისედაც არ შეეძლო, თუმცა ისედაც არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, რომ მისი ემოციური და ფიზიკური უსაფრთხოებიდან გამომდინარე ალბათ უმჯობესია, რომ ის არ დაესწროს სასამართლო პროცესს.“ – განაცხადა ნელი დოროყაშვილის ადვოკატმა.