LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი: ივერი მელაშვილი მისთვის წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს

312
1D1543DF-129E-4B70-B586-9CD489456E8B-w1200-r1

ივერი მელაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და არც გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს. ამასთან მიაჩნია, რომ მისი დაკავება პოლიტიკურ საკითხს უკავშირდება.

ამის შესახებ განცხადება ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა გააკეთა.

„რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, ამ ეტაპზე მოვითხოვ საქმის მასალების გადმოცემას და შემდეგ მოვემზადებით აღკვეთის ღონისძიებისთვის, სადაც ასევე ვთვლით, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისთვის, რომ ივერი მელაშვილი დარჩეს პატიმრობაში. მისი აზრით, ეს ყველაფერი უკავშირდება პოლიტიკურ მოვლენებს. ეს არის მისთვის ერთადერთი ახსნა იმისა, თუ რატომ შეიძლება დაწყებულიყო მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა და ზოგადად ამ საქმის წამოწევა. თვითონ, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პროცესში ჩართული არ არის, უბრალოდ, ეს არის ხელისუფლების მიერ წამოწეული თემა, რათა არჩევნებთან მიმართებაში ახალი საკითხები შექმნას. ასე თვლის ივერი მელაშვილი და თავს ამ ყველაფრის მსხვერპლად მიიჩნევს. მას არც ერთ შემთხვევაში არ აკავშირებს დანაშაულებრივი ქმედება, ვინაიდან ის პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას“,-აცხადებს ედუარდ მარიკაშვილი.

ვის გამო კარგავდა დავით გარეჯს საქართველო: დაკავებულია 2 პირი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები