LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი: გვარამიამ რატი გაჩეჩილაძის მამა და ბიძა შეურაცხყო

228

რატი გაჩეჩილაძის ადვოკატი აცხადებს, რომ „ერთი-ორი გარტყმის გამო“ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ უნდა მიეცეს. ლილი გელაშვილი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფება, სადაც რატი გაჩეჩილაძეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ქმედება ადმინისტრაციულ დარღვევად უნდა გადაკვალიფიცირდეს.

გელაშვილის ინფორმაციით, გაჩეჩილაძის აგრესია ნიკა გვარამიას განცხადებებმა გამოიწვია. ადვოკატი ამბობს, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა რატი გაჩეჩილაძის მამისა და ბიძის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა და „ეს იყო ნასვამი ახალგაზრდა ბიჭის სპონტანური რეაქცია და არა პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები