თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის, გ.ჯ-ს ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს, რომ დანა გამოიყენა, თუმცა გარდაცვლილებისთვის ჭრილობები მას არ მიუყენებია.
„ვაპირებთ, დადგინდეს ჭეშმარიტება და ადამიანი დაისაჯოს იმ ქმედების გამო, რაც მან ჩაიდინა და არ მინდა შეახოცონ ხელი იმ დანაშაულზე, რაც არ ჩაუდენია. ბრალდებულს 109-ე მუხლით აქვს ბრალი წაყენებული. ის აპირებს, უახლოეს დღეებში მისცეს ჩვენება, ასევე სასამართლოსაც მისცეს ჩვენება. როცა დავკითხავთ მოწმეებს, დადასტურდება, რომ ეს სადისტური ჭრილობები მისი მიყენებული არ არის, თუმცა ის აღიარებს, რომ დანა გამოიყენა. ის ნაწილობრივ ცნობს თავს დამნაშავედ. მთავარია, რა მოხდა და ამასთან დაკავშირებით. მალე გავიმყარებ შინაგან რწმენას. ის პასუხს აგებს, მაგრამ საზოგადოება იმსახურებს, სიმართლე დადგინდეს. მშობლების პოზიცია იყო, რომ ის ჩაბარებულიყო. ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა გვრჩება. ყველაფერს გვაკეთებთჭეშმარიტებისთვის. კონფლიქტში ხუთზე მეტი პირი მონაწილეობდა“, – აცხადებს ტარიელ კაკაბაძე.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი არასრულწლოვანი გ.ჯ. სამართალდამცველებს ცოტა ხნის წინ ჩაბარდა.
გ.ჯ.-ს ბრალი განზრახ მკვლელობისთვის დაუსწრებლად გუშინ წაუყენეს.