LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატები საქართველოს პროკურატურას და მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს დებატებში იწვევენ

119

ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულთა ადვოკატები საქართველოს პროკურატურას და მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს დებატებში იწვევენ. როგორც ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულთა ადვოკატებმა განაცხადეს, პროკურატურის მხრიდან მოხდა სიცრუის კიდევ ერთხელ ტირაჟირება.

„ჩვენ მოვუწოდებთ მთავარ პროკურატურას,  გამოვიდნენ საჯაროდ ნებისმიერ დებატებში, თუნდაც წამყვანად მოიყვანონ მოსამართლე ბუგიანიშვილი. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს და ეს საზოგადოებამ შეაჯეროს“, – განაცხადა ადვოკატმა ლევან სამუშიამ.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ე.წ. კაბელების საქმის მტკიცებულებების ნაწილი გაასაჯაროვა. პროკურატურა განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ რომ მტკიცებულებების ნაწილის გასაჯაროვება ხდება იქიდან გამომდინარე, რომ ”პასუხი გაეცეს საქმეში მონაწილე ადვოკატების და საქმის პოლიტიზირებით დაინტერესებული პირების უსაფუძვლო და დაუსაბუთებელ განცხადებებს”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები