უცხოური ტაბლოიდები ადრიანა ლიმასა და სამი ხედირას რომანზე საუბრობენ. ფეხბურთელი საბერძნეთის კუნძულ მიკონოსზე სპეციალურად ტოპ-მოდელთან ჩაფრინდა, რომელმაც მეგობრის, ანა ბეატრის ბაროსის ქორწილის შემდეგ რამდენიმე დღით გაიგრძელა შვებულება. აღსანიშნავია, რომ ადრიანასგან განსხვავებით სამის სტატუსი ჯერ ისევ გაურკვეველია.
საინფორმაციო წყაროების მტკიცებით, ”იუვენტუსის” ნახევარმცველი ცოტა ხნის წინ დაშორდა შეყვარებულს, გერმანელ მოდელს ლენა გერკეს. თუმცა, ხუთწლიანი ურთიერთობის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არცერთს არ გაუკეთებია. გერკე, გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელია, სტაბილურად ხვდება ფეხბურთელების ულამაზესი მეგობარი გოგონების რეიტინგში და ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ნიშნობა ჰქონდა დაგეგმილი ხადირასთან. ლიმა კი, უკვე დაშორდა ყოფილ მეგობარს – პირად მცველს ჯო ტომასს, რადგან, როგორც წყარო იტყობინება, ”პრობლემები წყვილის ურთიერთობაში დიდი ხნის წინ გაჩნდა და მათ დაშორება გადაწყვიტეს”.