LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადრიანა ლიმა: საკუთარ თავზე ვარ დაქორწინებული

79

ადრიანა ლიმამ „ინსტაგრამზე“ რამდენიმე ახალი ფოტო განათავსა, სადაც თვალშისაცემია უსახელო თითზე გაკეთებული ბრილიანტის ბეჭედი, ხოლო ფოტოზე არსებული წარწერით ნათელი ხდება, რომ ლიმამ თავი დაისაჩუქრა.

„ბეჭედი ჩემი თავისა და პირადი ბედნიერების სიმბოლოა. საკუთარ თავზე ვარ დაქორწინებული, რადგან არავინ მყავს“, – აწერია ფოტოს.

შეგახსენებთ, რომ ადრიანა ერთხელ იყო ქორწინებაში კალათბურთელ მარკო იარიჩზე, რომელსაც 2014 წელს დაშორდა. წყვილს საერთო ქალიშვილები ჰყავთ. ამის შემდეგ მოდელს რომანი ფეხბურთელ ჯულიან ედელმანთან ჰქონდა, რომელსაც მიმდინარე წლის მარტში დაშორდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები