LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადრიანა ლიმა პლასტიკური ოპერაციების გამო კრიტიკას კიდევ უფრო შეცვლილი იერით პასუხობს – მოდელის უახლესი ფოტოები

260
page

როგორც ცნობილია, ადრიანა ლიმას ბოლო გამოჩენამ  საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. როგორც ჩანს, 42 წლის ლიმამ სახეზე გარკვეული პროცედურები ჩაიტარა. მედიაში იმასაც წერენ რომ „ვიქტორიას სიკრეტის“ ანგელოზმა პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა.

პლასტიკური ოპერაციის შემდეგ, ადრიანა ლიმა წითელ ხალიჩაზე მაკიაჟის გარეშე გამოჩნდა

ამჯერად ლიმა ქუჩაში სეირნობის დროს გადაიღეს, ის ყოველდღიურ ტანისამოსში იყო გამოწყობილი და უმაკიაჟოდ იყო, მას მხოლოდ ტუჩსაცხი ამშვენებდა. ფოტოების გავრცელების შემდეგ, მედიაში მორიგი მითქმა-მოთქმა ატყდა. ბევრი წერს, რომ მან მორიგი პროცედურა ჩაიტარა.

ცნობისთვის, ახლახან, ლიმა „ჰარპერ ბაზარის“ არაბული ნომრის, დეკემბრის გამოცემის გმირი გახდა.

„პირველად, როცა ის ფოტოები და კომენტარები ვნახე, გავოგნდი. მინდა ვუთხრა ყველას, დამანებეთ თავი, აღარ ვარ 16 წლის და მაქვს უფლება, ვგავდე 42 წლის ქალს“, – აცხადებს ლიმა.

„თავი დამანებეთ, 16 წლის აღარ ვარ, მაქვს უფლება ვგავდე 42 წლის ქალს“ – ადრიანა ლიმა კრიტიკოსებს პასუხობს

შეცვლილი ადრიანა ლიმა მაკიაჟის გარეშე – „ვიქტორიას სიკრეტის“ ანგელოზის პირველი გამოჩენა ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები