LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადრეული ასაკის ბავშვებში ამოსახველებელმა საშუალებებმა შეიძლება პირიქით, გააძლიერონ ხველა – თემურ მიქელაძე

350
temurmiqeladze2019

პედიატრმა თემურ მიქელაძემ გადაცემაში „პირადი ექიმი“ ბავშვთა ასაკში ხველის თავისუბურებებზე ისაუბრა.

„პროდუქტიული ხველის დროს ადრეული ასაკის ბავშვებში ჩვენ საერთოდ არ ვიყენებთ ეგრეთ წოდებულ ამოსახველებელ საშუალებებს, რადგან მათ შეიძლება პირიქთ, გააძლიერონ ხველა. შესაძლოა ეს ნახველი გათხელდეს ისე, რომ რესპირაციული პათოგენი ქვედა სეგმენტში განვითარდეს და ბრონქიტი წავიდეს პნევმონიაში. თუ ის არ არის ობსტრუქციული გენეზის, ასევე თუ არ გვაქვს ვიზინგი (მსტვინავი სუნთქვა), ამ დროს ჩვენ ვიყენებთ სპეციალიზირებულ მკურნალობას. ოღონდ ხველა უნდა განვასხვავოთ სწორად. ძირითადი მომართვიანობაა, როდესაც სახეზეა ცხვირიდან გადანადენი სინდრომი, ანუ პოსტ ნაზალ დრიპ სინდრომი და აქ ჰგონია მშობელს, რომ ბავშვს შეტევითი ხველა აქვს. ეს ასე არ გახლავთ, ამიტომ არ უნდა ვიხმაროთ გამათხიერებლი საშუალებები, ზოგ შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ რიგ საინჰალაციო საშუალებას, მაგრამ მაქსიმალურად თავი უნდა შევიკავოთ, რათა არ დავამძიმოთ ბავშვის მდგომარეობა“.

წამყვანის კითხვაზე, რამდენად ეფექტურია მინერალური წყალი, რომელსაც ძველად ხველის კუპირებისთვის იყენებდნენ, თემურ მიქელაძე პასუხობს:

„მინერალური წყალი რა თქმა უნდა, ნატრიუმ ჰიდროკარბონატული მარილის შემცველია და ფანტასტიკურია, მაგრამ სასურველია იყოს დაბალგაზირებული, რადგან ზოგიერთ შემხთხვევაში, შესაძლოა, გასტროფაგურმა რეფლუქსმა ხველა გააძლიეროს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები