LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადიგენში გაჩენილი ტყის ხანძარი ლიკვიდირებულია

57
4444

ადიგენში, სოფელ შოყას მიმდებარედ გაჩენილი ტყის ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შესული ინფორმაციის თანახმად, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ შოყას მიმდებარედ ტყეში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება.

„შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა და სოფელში უმოკლეს დროში გამოცხადდნენ პირველი მორეაგირე ჯგუფები. მეხანძრე-მაშველების გადმოცემით, ხანძარი გავრცელებული იყო წიწვოვანი ტყის ქვედა საფარზე, ეკალბარდსა და გადაჭრილ ხის კუნძებზე.

სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა რამდენიმე საათიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, მოახერხეს ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საშიშროების აღკვეთა და შემდგომში ხანძრის სრულად ლიკვიდირება. ამ დროისთვის მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება.

ხანძრის სიახლოვეს არ იყო დასახლებული პუნქტი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობდა 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები