LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადიდებულმა ნენსკრამ ხიდები წაიღო – ჭუბერში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან მთა მოწყდა

89

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭუბერში, იქ სადაც ნენსკრაჰესი შენდება, მთის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც ღვარცოფი გამოიწვია.

“ფეისბუქზე” ვრცელდება ადგილობრივების მიერ გადაღებული ვიდეო კადრები, სადაც ჩანს თუ როგორ მოაქვს ადიდებულ მდინარეს ქვები და ხეები მიმდებარე ტყიდან. მათი ინფორმაციით, ადიდებულმა მდინარემ წაიღო ხიდები, დატბორილია მიმდებარე ტერიტორია. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები