ადიდასმა მესის მეხუთე ”ოქროს ბურთის” პატივსაცემად პლატინის ბუცები გამოუშვა.
ფეხსაცმელზე ხუთი პატარა ბურთია გამოსახული; ოთხი ოქროსი და ერთიც პლატინის.
გერმანულმა კომპანიამ ახალი კამპანია წამოიწყო: ”მე აქ ვარ რათა შევქმნა”.
ახალი ბუცების დიზაინის საფუძვლად მოდელ Messi15-ის კონსტრუქცია დევს.
ზემოთ დატანილია არგენტინული ტყავისგან გაკეთებული ლოგოტიპები მესი და ადიდასი, რომელიც ნამდვილი პლატინისგან არის შესრულებული.
ხოლო წარწერა Еl más grande de todos los tiempos ითარგმნება, როგორც ყველა დროის საუკეთესო.