დღეიდან 7 იანვრის ჩათვლით, თბილისის მასშტაბით, საახალწლო ბაზრობები ამოქმედდება. მოსახლეობას სასურველი პროდუქციის შეძენა სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში შეეძლება.
თბილისის მერის განცხადებით, ძალიან ბევრი ადამიანი, ოჯახი ჩამოდის რეგიონებიდან, ვისაც თავისი წარმოებული პროდუქცია ჩამოაქვს. „მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა ამ კონრეტულ ლოკაციებზე, სადაც არის სისუფთავე, მივიდნენ და მათთვის სასურველი პროდუქცია შეიძინონ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მასშტაბით, საახალწლო ბაზრობები შენდეგ ლოკაციებზე დაგხვდებათ: ნავთლუღის ბაზრის მიმდებარედ მეველეს ქუჩაზე; ვაზისუბანში, პირველი მ/რ, მე-12 კორპუსის მიმდებარედ; მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიზე; ვერის ბაღის შესასვლელთან; მეტროსადგურების – „დელისისა“ და „ვაჟა-ფშაველას“ მიმდებარე ტერიტორიაზე; სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე; ზღვის უბანში, ანაპის 414-ე დივიზიისა და ურეკის ქუჩების კვეთაზე არსებულ სკვერში; მეტროსადგურ „ღრმაღელეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე; გლდანში, მარატ ნოზაძის ქუჩის დასაწყისში; დიდუბეში – ბორის პაიჭაძის N1-თან; მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარედ, ჯავახეთის ქუჩაზე „თიბისი ბანკთან“ და ყვავილების ბაზრობასთან; კალაუბნის ქუჩაზე ა/ბ კორპუსის მოპირდაპირედ.