LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადგილები თბილისში, სადაც ჰაერი ყველაზე დაბინძურებულია – ახალი კვლევის შედეგები

379

თბილისის რამდენიმე ქუჩაზე ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ნორმას აჭარბებს. ჰაერში აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების მნიშვნელობების და ჰაერის ხარისხის შესაბამისი ინდექსების მიხედვით, აზოტის დიოქსიდის ნორმაზე გადაჭარბების მაჩვენებელი თბილისში დაფიქსირდა, მეტროსადგურ“ ტექნიკურ უნივერსიტეტთან“, ავლაბრის მოედანთან, მელიქიშვილის ქუჩასა და რუსთაველის გამზირზე.

რაც შეეხება სხვა ქალაქებს, ბათუმში, ქუთაისში, ზესტაფონში, ხაშურში, რუსთავსა და თელავში ასევე დაფიქსირდა აზოტის დიოქსიდის, როგორც დაბალი ინდექსი, ასევე ზოგიერთ წერტილში ნორმაზე გადაჭარბების შემთხვევებიც.

ცნობისთვის, ინდიკატორული მილაკები საქართველოს მასშტაბით განთავსებული იყო 25 ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზესტაფონში, რუსთავში, თელავში, გორში, ახალციხიხეში, ზუგდიდში, კასპში, მცხეთაში, ოზურგეთში, ფოთში, სამტრედიაში, სენაკში, საჩხერეში, ლანჩხუთში, ტყიბულში, ჭიათურაში, ხაშურში, მარნეულში, ბოლნისში, სიღნაღში, ყაზბეგსა და ჩხოროწყუში.

აღნიშნული მონაცემები ივნისში ჩატარებულ გამოზამვას ასახავს. მომავალი გამოზმვა კი, სექტემბერში იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები