გამოცემა “Daily Star”-მა მსოფლიოს ყველაზე ხელმისაწვდომი დანიშნულებების რეიტინგი გამოაქვეყნა. სიაში მოხვდა ის ქვეყნები, სადაც ტურისტები არაჩვეულებრივ დროს გაატარებენ და ამავდროულად თანხის დაზოგვასაც შეძლებენ.
პირველ ადგილს კი ცენტრალური ნეპალი და ქალაქი პოკჰარა იკავებს. დასახლებაში ერთი დღის გატარება, რაც სასტუმროს, ტრანსპორტს, საკვებსა თუ სხვა ღირსშესანიშნაობებს მოიცავს – სულ რაღაც 17,7 დოლარი ეღირება. მეორე პოზიციაზე გასულ ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში იგივე პაკეტის ფასი, სულ ცოტათი მეტი – 18,3 დოლარი იქნება. და ბოლოს, ლიდერთა სამეულს ვიეტნამის რეგიონი ხოშიმინი ასრულებს. ტურისტს ამ დასახლებაში დასვენება 18,4 დოლარი დაუჯდება.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე დაბალბიუჯეტიან დანიშნულებებს შორის დანარჩენ პოზიციებს ასევე ტაილანდის ქალაქები იკავებენ.