LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადექი და გახდი სუპერვარსკვლავი: ლოკომოტივი კვარაცხელიას წასვლას ვერ ინელებს

85
vsbornuju-gruzii_1122324

მოსკოვის „ლოკომოტივის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილი კიკნაძემ ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინში“ გადასვლაზე კომენტარი გააკეთა.

18 წლის ქართველმა „ლოკოში“ სეზონის მეორე ნახევარი იჯარის წესით გაატარა.

„თუ საგნებს თავის სახელს დავარქმევთ, ის აგენტებმა წაიყვანეს. ვერ ვხვდები, როგორ… ჩემპიონთა ლიგა, კეთილგანწყობილი მწვრთნელი, შესანიშნავი ურთიერთობები, კვირკველიას მეურვეობა.
ადექი და გახდი სუპერვარსკვლავი. ძალიან სამწუხაროა, რომ ის წავიდა“, – თქვა კიკნაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები