33 წლის ადელისა და 39 წლის რიჩ პოლის რომანის შესახებ მედია აქტიურად წერს. ამჯერად კი პაპარაცებმა წყვილის ერთად გადაღება მოახერხეს, რამაც წყვილის რომანის შესახებ გავრცელებული ჭორები დაადასტურა. წყვილი ჯერ ერთად დაესწრო „ენბიეის“ მატჩს, მოგვიანებით კი ვახშამზე, რესტორანში გადაინაცვლა.
თავად ადელი სპორტულ აგენტთან რომანს უარყოფს, რიჩ პოლი კი არ მალავს, რომ მათ შორის ახლო ურთიერთობაა.
საინტერესოა, რომ 2020 წელს რიჩი 10 საუკეთესო სპორტულ აგენტს შორის დაასახელეს.