LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადელმა 45 კილოგრამი დაიკლო – პლასტიკური ქირურგია თუ დიეტა და ვარჯიში?

1129
56

მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი ადელი, ჭარბ წონას ბავშვობიდან ებრძვის. გასულ წელს, ყველამ შენიშნა მომღერლის წონაში კლების პროცესი და მას შემდეგ ადელს თვალს აქტიურად ადევნებენ.

რამდენიმე დღის წინ, მომღერალმა 32-ე დაბადების დღე აღნიშნა, სოციალურ ქსელში კი ფოტო გაავრცელა, რომელმაც ყველა გააოცა. მისი ცნობა შეუძლებელია.

ფოტო: ადელის 32-ე დაბადების დღე და კიდევ უფრო გამხდარი და დახვეწილი ვარსკვლავი

„დიდი მადლობა იმ სიყვარულისთვის, რაც ჩემს მიმართ გაკავშირებთ, იმედია ასეთ გიჟურ და უცნაურ პერიოდში უსაფრთხოდ ხართ. მინდა ყველა იმ ადამიანს დიდი მადლობა გადავუხადო, ვინც პანდემიას ებრძვის“, - დაწერა ადელმა.

იმ დღის შემდეგ ადელის რადიკალურად შეცვლილი ვიზუალი ყურადღების ეპიცენტრშია და მომღერალი პლასტიკური ქირურგების მხრიდან აქტიური განხილვის ობიექტიც კი გახდა.

წამყვანი პლასტიკური ქირურგები ვარაუდობენ, რომ ადელმა ყბისა და ტუჩის ზონები ფილერით შეივსო, სახეზე კი ბოტოქსი გაიკეთა. ამის ვარაუდის საფუძველი კი ის არის, რომ როდესაც ადამიანი წონაში საგრძნობლად იკლებს, კანი ეშვება და ელასტიურობას კარგავს.

ვარსკვლავს ამის შესახებ არაფერი უთქვამს, ადელის ტრენერი კი აცხადებს, რომ მისით ამაყობს.

„შედეგი, რასაც ადელმა მიაღწია, დაუღალავი ვარჯიშისა და ჯანსაღი კვების დამსახურებაა“ – წერს ინსტრუქტორი.

ტაბლოდების ცნობით ადელმა წონაში 45 კილოგრამი დაიკლო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები