LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადეკვატური და პროპორციული პასუხი მიიღო – გასაჯაროვდეს ყველა კადრი და გადაადგილება: ანრი ოხანაშვილი ვატო წერეთელზე

141
ოხანაშვილი - წერეთელი

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ანრი ოხანაშვილი, „ტვ პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელთან დაპირისპირების შესახებ განმარტებებს აკეთებს და აცხადებს, რომ „ვატო წერეთელმა ადეკვატური და პროპორციული პასუხი მიიღო“.

ოხანაშვილი ითხოვს გასაჯაროვდეს კადრები, რომლებიც მისი და ვატო წერეთლის გადაადგილებას ასახავს და განმარტავს, რომ „არც ქალი, არც ბავშვი და არც კაცი ფიზიკურად ვერ მოითმენდა იმას, რაც ვატო წერეთელმა იკადრა“.

ვოლსკი: რას შეეძლო ანრი ოხანაშვილი, გაწონასწორებული, მეოჯახე, საერთაშორისო დონის სპეციალისტი, ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი გამოეყვანა წყობილებიდან და ფიზიკურად შეხებოდა წერეთელს… ღირსების შეურაცხყოფას

„არცერთი ქვეყნის კანონმდებლობა ღირსების შელახვას არ ამართლებს. ეს იყო პროპორციული პასუხი. ჩემი მხრიდან არ ყოფილა არც ღირსების შემლახველი და არც აბსოლუტურად არაადეკვატური პასუხი. ეს იყო პროპორციული, ადეკვატური რეაქცია და პასუხი უბინძურეს პროვოკაციაზე. გასაჯაროვდეს ყველა კადრი, გასაჯაროვდეს ყველას გადაადგილება, ყველა ტრაექტორია. იქ იყვნენ ადამიანები, ვინც დაინახეს, როგორ მომიახლოვდა, როგორ გამიყვანა გვერდით და ა.შ. გასაჯაროვდეს ყველაფერი, მზად ვარ ამისთვის. ამას უნდა ჰქონდეს უმკაცრესი რეაგირება, მე ამ საკითხს პრინციპულად დავსვამ. ეს არის დაუშვებელი, ეს სცდება ყოველგვარ ზღვარს. ეს არ იყო კრიტიკა, ეს არ იყო უბრალო მოსვლა და პროვოცირება, ეს არ იყო უბრალო სიტყვები, ეს იყო ყოველგვარ ზღვარს მიღმა, რასაც თითოეული თქვენგანი, არც ქალი, არც კაცი, არც ბავშვი ფიზიკურად ვერ მოითმენდა, რაც ამ ადამიანმა იკადრა. ეყოს ადამიანობა, გამოვიდეს და თქვას, რა მოხდა. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გასაჯაროვდება, დღის შუქს ნახავს. 

ანრი ოხანაშვილი: ვატო წერეთლის მხრიდან უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი

რას გეგმავს ანრი ოხანაშვილი ვატო წერეთელთან ინციდენტთან დაკავშირებით

“შოკში ვარ, ინგა” – ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ

რას უკავშირებს ვატო წერეთელი ანრი ოხანაშვილთან დაპირისპირებას – “დარწმუნებული ვარ, ჩაიდო გულში, სადაც დამინახა და მიეცა შანსი, გააკეთა ჯგუფური თავდასხმა”

“ანრი გახლავთ ჩვენი გუნდის ღირსეული პიროვნება და მებრძოლი, ჩვენი უპირობო მხარდაჭერა მას” – ელისო ბოლქვაძე

ძალიან კარგად ვიცი თმენის ვალდებულება, ბევრი მომითმენია, ბევრსაც მოვითმენ, არსებობს ზღვარი, ყველაფერს აქვს ზღვარი. როდესაც ყოველგვარ ზღვარს მიღმა ხდება უბინძურესი ქმედება, როდესაც ეს ყოველგვარ ზღვარს გადის, ყველა ადამიანს აქვს უფლება, იმოქმედოს მისი ღირსების დაცვისთვის. კადრები არის ყველაფრის ამსახველი, ეს პროვოკაცია არ დაწყებულა და არ დასრულებულა, ეს პროვოკაცია გრძელდებოდა, ამ პროვოკაციის ამსახველი კადრები არსებობს, ეს ყველაფერი უნდა ნახოთ და მიხვდებით. ეს იყო განგრძობადი, მიმდინარე პროვოკაცია, რომელსაც ის აგრძელებდა. შესაბამისად, მან მიიღო ადეკვატური, პროპორციული და არა ის ზღვარგადასული ქცევა, რომელიც თვითონ გააკეთა. მე არ მოვქცეულვარ ისე…

ჩემი მხრიდან იყო ადეკვატური, პროპორციული პასუხი, მე არ გავცდენილვარ საზღვრებს და ფარგლებს“, – აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

ინგა გრიგოლია: ყურში რაღაც მითხრა შეურაცხმყოფელიო, ოხანაშვილი რომ ამბობს ვატო წერეთელზე, ხელისუფალი რომ ხარ, რაც არ უნდა გითხრას ნებისმიერმა ადამიანმა, თუნდაც ძალიან რომ გძულს, გაქვს თმენის ვალდებულება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები