LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ADB საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმებს მხარდაჭერას უცხადებს

62

ფინანსთა მინისტრი ნიკოლოზ გაგუა დღეს, აზიის განვითარების ბანკის (ADB) აღმასრულებელ დირექტორს, ჰელმუტ ფიშერს (Helmut Fischer) შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ADB-ის შორის წარმატებული პარტნიორობის მნიშვნელობას და მიმოიხილეს ქვეყანაში ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.

ფინანსთა მინისტრმა ADB-ის აღმასრულებელ დირექტორს ის რეფორმები გააცნო, რომელთა მიზანია, ქვეყანაში ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევა. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანია აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერა მუნიციპალური და ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ენერგეტიკასა და გზების მშენებლობაში. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ADB-ის მონაწილეობაზე ისეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებში, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა და ახალი დერეფანი ჩრდილოეთი-სამხრეთის მიმართულებით. მხარეებმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია, აზიის განვითარების ბანკის ჩართულობა განათლების სექტორის მომავალ რეფორმაში, ტექნიკური მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.

აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორის განცხადებით, ბანკი აგრძელებს თანამშრომლობას საქართველოსთან და მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმებს, რამაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის განვითარება და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები