LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ადამის მოდგმა“ – მამა პეტრე კოლხი წიგნის პრეზენტაციას, რომელიც ნიკო კვარაცხელიას მიუძღვნა, დღეს გეგმავს

489
ფორტუნა (37)

ნიკო კვარაცხელიას ხსოვნას მამა პეტრე კოლხმა ლექსების კრებული მიუძღვნა.  „ადამის მონოლოგი“, უკვე გამოიცა. მამა პეტრე ლექსების კრებულის წარდგენას დღეს გეგმავს.

ამის შესახებ მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს.

„განსაკუთრებულია ამ წლის სულთმოფენობა ჩემთვის…
ჩემი ბოლო პოეტური კრებული ,,ადამის მონოლოგი” უკვე გამოიცა…
წარდგენა ჯერ არ მქონია… აუცილებლად ჩემს აივანზე მინდოდა, მაგრამ თავსხმა წვიმების გამო ყოველთვის გადაიდო…
შეიძლება დღესაც იწვიმოს, თუმცა არ ჩაიშლება… აივანზე თუ არა, სასტუმრო ოთახში მაინც ჩატარდება…
წიგნი ჩემი გვარის გამორჩეულ წარმომადგენელ-ნიკო კვარაცხელიას ხსოვნას ეძღვნება…
ამ პატარა კრებულში მასზე ლექსიც არის შესული…
მეგობრების მცირე ჯგუფს ველოდები, ოღონდ მცირე მაინც არ აღმოჩნდა…
მასშტაბური ღონისძიება ძალიან მალე, ლიტერატურის მუზეუმში იგეგმება. იქ კი ნებისმიერი მსურველი შეიძლება მობრძანდეს…
წმინდა სული მოეფინოს ყველა ჩვენგანის ცხოვრებას“!.. – წერს პეტრე კოლხი.

ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე პეტრე კოლხს ნიკოს სახელის უკვდავყოფისთვის მადლობას უხდის.

„როცა მანძილი დაბადებასა და ხელახალ დაბადებას შორის ძალიან მოკლეა, მაგრამ რწმენით, სიყვარულით და სიკეთით არის განვლილი მგონი ნამდვილად გერგება ღვთის უბეში მშვიდი ძილი.

“შენთვის ლოცვა ჩაუქრობლად ღვივის
ღვთის უბეში როგორ მშვიდად წევხარ,
შენ ხარ დილის მზის ყოველი სხივი
და პატარა უფლისწულიც შენ ხარ!..”
პეტრე კოლხი

მადლობა მამა პეტრე კოლხს თანადგომისთვის, თანაგრძნობისთვის და ნიკოს მარადიული ხსოვნის უკვდავყოფისთვის“. – წერს იზა ომაძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები