LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ადამიანური სისუსტის გამოვლინება იყო“ – გახდება თუ არა დიმიტრი სამხარაძის უცენზურო გამონათქვამი მანდატის დატოვების საფუძველი?

455
BeFunky-collage (9)

ეს იყო გარკვეული ადამიანური სისუსტის გამოვლინება, რომელიც ვიხილეთ და ნამდვილად არ იყო სასიამოვნო სანახავი, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ უმრავლესობის წევრის, დიმიტრი სამხარაძის მიერ აქციის მონაწილეებისა და პერსონალურად მიხეილ სააკაშვილის მისამართით უცენზურო გამონათქვამების კომენტირებისას აღნიშნა.

„ქართული ოცნების” დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ აქციის მონაწილეებს აგინა

მისი თქმით, დიმიტრი სამხარაძის გუშინდელი განცხადებები არ არის გამოხატვის ფორმა, რომელსაც თავად ამართლებს, თუმცა არ მიიჩნევს, რომ ეს მანდატის დატოვების საფუძველია.

„ნამდვილად არ მიქმნის დისკომფორტს ის, რომ პარლამენტში არჩეულ ადამიანებთან ერთად ვახორციელებდე მანდატს. რაც შეეხება გამოხატვის ფორმას, რომელიც უცენზუროა, ნამდვილად არ არის სასიამოვნო, მაგრამ განზოგადება, რომ ეს „ქართული ოცნების“ ყველა წევრისთვის არის დამახასიათებელი, მცდარი იქნება. ასევე არასწორი იქნება ვინმეს დამუნათება იმის გამო, რომ ვინც ასეთ ფორმებს მიმართავს, მის გვერდით პარლამენტში ჯდომა უხერხულია,“ – განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების” დეპუტატმა პარტიის ცენტრალურ ოფისთან მისულ აქციის მონაწილეებსა და პერსონალურად მიხეილ სააკაშვილს უხამსი სიტყვებით მიმართა. შესაბამისი ვიდეო  დიმიტრი სამხარაძემ სოციალურ ქსელში ატვირთა, მოგვიანებით კი წაშალა.

მანამდე დეპუტატმა სამხარაძემ “ფეისბუკზე” გამოაქვეყნა პოსტი.

“10 კაცი ვართ ოფისში! გელოდებით დორბლიანის მონებს”, – წერდა ის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები