LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ ადამიანსაც ჰყავს ოჯახი, შვილები და ეს იგივე ძალადობაა ჩემთვის… გეყოთ!: ნატო დუმბაძე

1326
87897987454

მსახიობ ნინუცა მაყაშვილს პროდიუსერი ნატო დუმბაძე სოლიდარობას უცხადებს და წერს, რომ ნინუცა მაყაშვილს ეს ისტორია იმისთვის არ მოუყოლია, რომ საზოგადოებამ “ძალადობაზე ძალადობით უპასუხოს”.

როგორც დუმბაძე წერს, მისთვის სრულიად მიუღებელია საბჭოთა კავშირის დროინდელი მეთოდებით მოქმედება, მსახიობის თეატრიდან გარიცხვა და სახალხო გაკიცხვა.

მისივე განცხადებით, “ამ ადამიანსაც ჰყავს ოჯახი, შვილები და ეს იგივე ძალადობაა ბესო ზანგურის შვილებზე და ოჯახზე”.

ნინუცა მაყაშვილზე შესაძლო ძალადობის საქმეს ომბუდსმენი შეისწავლის

“მისი გამბედაობა გადამდები იქნება და ბევრი ქალისთვის გახდება სტიმული” – ქალთა მოძრაობა ნინუცა მაყაშვილს სოლიდარობას უცხადებს

“თამარა მაყაშვილს ვიცნობ ახალგაზრდობიდან, ადრე ასეთი გამოთქმა იყო Душа обшества, ასეთი იყო თამარა და დღემდე ასეთია, ნაღდი, ცარიელი სული და გული, მხიარული,მოკლედ ოქრო! მისი  შვილებიც ანალოგიურად კეთილშობილები არიან, სხვანაირი ვერც იქნებოდნენ თამარას ხელში!
ძალიან სამწუხარო ფაქტია  ის რაც შევიტყვეთ და ის რაც ნინუცამ გადაიტანა! სრული სოლიდარობა მას ჩემგან!თუმცა მე მგონია რომ   ნინუცას ეს არ მოუყოლია იმისთვის რომ ძალადობას ძალადობით უპასუხოს ხალხმა ან კოლეგებმა, მან გაიხსენა ცხოვრების ეპიზოდი  რომელმაც მასზე კვალი დატოვა!
მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ჩემთვის მიუღებელია,საბჭოთა კავშირის დროინდელი მეთოდები, თეატრიდან გარიცხვა სახალხო გაკიცხვა და ასე შემდეგ!
ამ ადამიანსაც ჰყავს ოჯახი , შვილები და ეს იგივე ძალადობაა ჩემთვის, შვილებზე, ოჯახზე , იმათმა რა დააშავეს? შვილები მამის შეცდომებზე არ აგებენ პასუხს!
კიდევ გავიმეორებ,ეს პოსტი არ ნიშნავს იმას რომ ნინუცას არ ვუთანაგრძნობ, პირიქით! მან სათქმელი თქვა და დასვა წერტილი! იქნებ თქვენც დასვათ წერტილი და მოეშვათ სოციალიზმს!
იქნებ დაფიქრება გმართებთ? იქნებ ასეთმა ქმედებამ ადამიანი ცუდ შედეგამდეც  კი მიიყვანოს, დაფიქრებულხართ ამაზე?
გეყოთ!”, – წერს ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში.

82 წლის ადამიანია, ამხელა ეპოქა შექმნა ჩვენი ქვეყნისთვის, რა დაიხვიეს ახლა: გულიაშვილი სტურუაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები