LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანის უფლებები არ იცი, ზრდილობა არ იცი – ელენე ხოშტარია სოფო კილაძეს

113
iPiccy-collage

წესიერად ილაპარაკე, ძალიან ბევრს გითმენს ყველა – ასე მიმართა ელენე ხოშტარიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარეს სოფო კილაძეს. ელენე ხოშტარიას გაღიზიანება სოფო კილაძის რეპლიკას მოყვა, რომელმაც კოლეგას მიმართა დემაგოგიური განცხადებები შეეწყვიტა.

„წესიერად ილაპარაკე, ძალიან ბევრს გითმენს ყველა. ადამიანი არ იცი, ადამიანის უფლებები არ იცი, ზრდილობა არ იცი – ადამიანის უფლებები რომ არ გესმის, ზრდილობა მაინც ისწავლე”, – მიმართა ელენე ხოშტარიამ სოფო კილაძეს.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც რამდენიმე საათია სოციალური მუშაკების პრობლემის განხილვა მიმდინარეობს, მსჯელობის მთავარი საკითხია, თუ რა შესაძლო საბიუჯეტო ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს, რათა სოციალური მუშაკების მოთხოვნების დაკმაყოფილება მოხდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები