LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანის უფლებათა მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია, ძლიერდება ავტორიტარიზმის ტენდენციები – მოვლენები, რომლებიც GDI-ს ანგარიშში მოხვდა

63
1

“საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა 2021 წელს მკვეთრად გაუარესებულია.” – ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) აფასებს და ანგარიშს აქვეყნებს.

GDI-ს ანგარიშში – “ადამიანის უფლებები საქართველოში 2021” – მიმდინარე წლის ძირითადი მოვლენები და შემთხვევებია განხილული.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, დოკუმენტში თემატურად მიმოხილულია ამ წლის ის ძირითადი მოვლენები და შემთხვევები, რომელიც წარმოაჩენს, თუ რამდენად ასრულებს საქართველოს ხელისუფლება თავის ვალდებულებებს ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის სფეროებში.

GDI-ს ანგარიშში აღწერილი მოვლენებიდან გამომდინარე:

?  საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა 2021 წელს მკვეთრად გაუარესებულია. კერძოდ, მმართველ პარტიას მითვისებული აქვს ფაქტობრივად ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი და ქვეყანაში ძლიერდება ავტორიტარიზმის ტენდენციები, რომლის საწინააღმდეგოდ არჩევნები – როგორც მთავარი დემოკრატიული მექანიზმი, უძლურია;

?  ძალაუფლების შესანარჩუნებლად ხელისუფლება არ ერიდება არც ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებს და არც ურთიერთობის გაურესებას საერთაშორისო პატნიორებთან, რაც ქვეყნის დემოკრატიული წინსვლის პერსპექტივას მნიშვნელოვნად ასუსტებს. შედეგად საზოგადოებაში ისედაც მწვავე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ვითარების ფონზე ძლიერდება ნიჰილიზმი, ხოლო ევროატლანტიკურ სივრცეში ფორმალური თუ ღირებულებითი ინტეგრაციის შესაძლებლობა კიდევ უფრო მკრთალი ხდება.

  • ანგარიში აფასებს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა:
  •  შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება;
  • გამოხატვის და მედიის თავისუფლება;
  • პირადი ცხოვრების უფლება;
  •  თანასწორობა და რელიგიის თავისუფლება;
  •  ბავშვთა უფლებები;
  •  პანდემია და ადამიანის უფლებები;
  • სამართლიანი სასამართლოს უფლება და მართლმსაჯულება;
  • პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები;

“საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა 2021 წელს მკვეთრად გაუარესებულია. კერძოდ, მმართველ პარტიას მითვისებული აქვს, ფაქტობრივად, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი და ქვეყანაში ძლიერდება ავტორიტარიზმის ტენდენციები, რომლის საწინააღმდეგოდ არჩევნები – როგორც მთავარი დემოკრატიული მექანიზმი, უძლურია.

ძალაუფლების შესანარჩუნებლად ხელისუფლება არ ერიდება არც ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებს და არც ურთიერთობის გაურესებას საერთაშორისო პატნიორებთან, რაც
ქვეყნის დემოკრატიული წინსვლის პერსპექტივას მნიშვნელოვნად ასუსტებს. შედეგად საზოგადოებაში ისედაც მწვავე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ვითარების ფონზე ძლიერდება ნიჰილიზმი, ხოლო ევროატლანტიკურ სივრცეში ფორმალური თუ ღირებულებითი ინტეგრაციის შესაძლებლობა კიდევ უფრო მკრთალი ხდება.” – აღნიშნულია ანგარიშში.

GDI-ს შეფასებით, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება 2021 წელს კვლავ არ იყო სათანადოდ დაცული არც პრაქტიკაში და არც საკანონმდებლო დონეზე:

“2021 წლის 5 ივლისს ხელისუფლებამ არ ან ვერ დაიცვა ლგბტ+ თემის წევრები და მხარდამჭერები სიძულვილის ჯგუფებისაგან, რომლებმაც ძალადობრივად ჩაშალეს “თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილი “ღირსების მარში”. შესაბამისად, სახელმწიფო აგრძელებს თავისი ვალდებულების უგულებელყოფას და არ უზრუნველყობს ლგბტ+ თემის მიერ შეკრების
თავისუფლებით სარგებლობას მშვიდობიან გარემოში.” – აღნიშნულია შეფასებაში.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის განცხადებითვე, 2021 წელს სერიოზული პრობლემა იყო საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა:

“პანსიონში ფიქსირდებოდა არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევის შემთხვევები. მიუხედავად ამისა, სოციალური მუშაკი და სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფი პანსიონში
რამდენჯერმე არ შეუშვეს, რაზეც სახელმწიფოს არ ჰქონია სათანადო რეაგირება. სასამართლოს 5 ივნისის გადაწყვეტილებით, დაწესებულება დაუყოვნებლივ უნდა დაეტოვებინა თითოეულ ბავშვს, მაგრამ, 12 ნოემბრის მონაცემებით, პანსიონში რჩებოდა 15 აღსაზრდელი.” – აღნშნულია ანგარიშში.