LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ადამიანებთან ურთიერთობა რთულია, მაგრამ მათ გარეშე ცხოვრება აუტანელია” – ჯერომ სელინჯერის ცნობილი გამონათქვამები

1782
ჯერომ სელინჯერი

ცნობილმა ამერიკელმა მწერალმა ჯერომ სელინჯერმა წარმატების პიკში თქვა უარი კარიერაზე და ქალაქისთვის ჩვეული აურზაურისგან შორს, მიყრუებულ პროვინციაში გადაწყვიტა დასახლება. გასაკვირი არაა, რომ მისმა საკულტო რომანი ,,თამაში ჭვავის ყანაში”  რამდენიმე თაობის ბუნტისთავებისთვის იქცა სამაგიდოდ, რადგან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნებისმიერს შეუძლია იცხოვროს საკუთარი სურვილებით და მნიშვნელობა არ აქვს, რას ელის მისგან საზოგადოება.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ ჯერომ სელინჯერის ცნობილ გამონათქვამებს:

როცა ახლობელი გირტყამს, პასუხის გაცემა კი, არა ხშირად სუნთქვაც გიჭირს.

საკმარისია მამაკაცს შეუყვარდეს და ის უცებ ბრიყვდება.

ცუდია, რომ ხშირად მხოლოდ სისულელეების კეთება გვანიჭებს სიამოვნებას.

უწიფარი ადამიანი დიდი საქმისთვის ღირსეულად სიკვდილს ნატრობს, მოწიფულს კი, მორჩილად ურჩევნია ცხოვრება და კეთილი საქმის კეთება.

ბევრი ფული კარგია, მაგრამ უსიამოვნებაც ბევრი მოაქვს.

ხშირად ვიმეორებთ ფრაზას: ,,სასიამოვნოა თქვენი გაცნობა”, მაშინ როცა საერთოდ არ მსიამოვნებს. თუმცა, როცა ადამიანების გვერდით ცხოვრობ, ტყუილების თქმაც გიწევს.

თუ პაემანზე მოსული ქალი მშვენიერია, ვინ იდარდებს, რომ მან დაიგვიანა.

შეუძლებელია აღარ გიყვარდეს ადამიანი მარტო იმიტომ რომ ის ცოცხალი აღარაა, მით უფრო, რომ გარდაცვლილიც ყველა შენს ნაცნობ ცოცხალს სჯობია.

არაა აუცილებელი იყო აუტანელი გარშემომყოფებისთვის თავის მოსაბეზრებლად, იდეალურ ადამიანებს უფრო სწრაფად გამოსდით ყველასთვის განწყობის გაფუჭება.

ქალის სხეული ვიოლინოს ჰგავს, მხოლოდ კარგ მუსიკოს შეუძლია მისი აჟღერება.

რა საჭიროა იყო გონიერი, მგრძნობიარე, თანამგრძნობი, როცა ასე მხოლოდ საკუთარ თავს აყენებ ზიანს.

აუცილებლად დადგება დღე, როცა მოგიწევს გადაწყვიტო საით წახვიდე. ბევრჯერ ინანებ არჩეულ გზას, მაგრამ ბოლომდე მოგიწევს სიარული.

უცნაურია, მაგრამ რაც უფრო მეტ ტყუილს ამბობ, მით უფრო მეტად სჯერათ შენი.