სულ უფრო მეტ ადამიანს აშინებს უპილოტო ავტომობილი. თეორიულად ტექნოლოგიები ძალიან მიმზიდველად გამოიყურება, თუმცა პრაქტიკაში მოლოდინებს ნაკლებად ამართლებს და რიგ შემთხვევაში ცოტა საშიშიც კია. გამოკითხულ ამერიკელთა 9% თუა მზად, რომ საკუთარი თავი ანდოს სატრანსპორტო საშუალებას რომელიც დამოუკიდებლად გადაადგილდება, 68% კი აღიარებს, რომ ამას ვერასდროს გააკეთებდა.
არადა 2020 წლიდან უპილოტოს მიმართ ინტერესი და ნდობის მაჩვენებელი ნელ-ნელა იზრდებოდა: სამი წლის წინ მას ხმას 12% აძლევდა, 2021 წელს – 14%, ხოლო 2022 წელს – 15%. შიშით შემყურეთა რიცხვი 2020 წელს 59% იყო და 2022 წელს 55-მდე შემცირდა.
ამჯერად კი საპირისპირო ტენდენცია ფიქსირდება, ექსპერტები მას მეტი ავარიით და ტექნოლოგიების ზედმეტი რწმენით ხსნიან.