LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანებს, რომლებმაც ვაქცინის ორივე დოზა მიიღეს პირბადის გარეშე შეხვედრა შეეძლებათ

91
BeFunky-collage (1)

რისი გაკეთება შეუძლიათ სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს და როდის დაუბრუნდებიან ისინი ნორმალურ ცხოვრებას – ამ საკითხზე აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC)  დამატებითი განმარტება გააკეთა. 

განცხადებაში, რომელიც რამდენიმე საათის წინ გავრცელდა, ნათქვამია, რომ ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ ადამიანებს პირბადისა და სოციალური დისტანციის გარეშე შეხვედრა შეეძლებათ.

მათივე განცხადებით, პირბადის გარეშე შეხვედრა მათ ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან ორი კვირის გასვლის შემდეგ შეეძლებათ.

ასევე, სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს უფლება ექნებათ პირბადის გარეშე ის პირები მოინახულონ, რომლებიც ვირუსის გავრცელების დაბალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.

ცნობისთვის, აშშ-ში 60 მილიონზე მეტმა ადამიანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიიღო. ქვეყნის მასშტაბით უკვე ათვისებულია 92 მილიონი დოზა ვაქცინა. მათ შორის, ორივე ინექცია უკვე მიღებული აქვს 30 მილიონზე მეტი მოქალაქეს. ვაქცინას დღეში საშუალოდ ორ მილიონამდე ადამიანი იღებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები