LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანების უფლება, რომლებიც არ არღვევენ კანონს და აზრს გამოხატავენ, დაცული უნდა იყოს – პრეზიდენტი

165

თითოეული თქვენგანი, ვისაც შემოსავალი გაქვთ, იხდით ფულს საკუთარი ჯიბიდან და აფინანსებთ იმ ადამიანებს, რომელთა ვალდებულებაც არის თითოეული მოქალაქის დაცვა, –  ამის შესახებ პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბოლო დროს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტებთან გამართული შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერ აზრს, რომელიც არ არის სხვისი განადგურებისკენ მოწოდება, არსებობის უფლება აქვს.

“სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ველი ნებისმიერი განსხვავებული აზრის თანაარსებობისთვის. იმიტომ, რომ ამ ქვეყნის კონსტიტუციით, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებით, კაცობრიობის და მათ შორის, ქართული საზოგადოების ყველაზე ნათელი წარმომადგენლების შეხედულებით, ნებისმიერ აზრს, რომელიც არ არის ძალადობაზე ორიენტირებული, აქვს საზოგადოებრივად და პოლიტიკურად არსებობის უფლება. ეს არის არა კულტურული, არამედ სახელმწიფოებრივი მაქსიმა.

თუ მე არ მოვუწოდებ მეორე ადამიანის განადგურებისკენ, ჩემს შეხედულებებს აქვს არსებობის უფლება. ამის უზრუნველყოფა, მათ შორის სამართლებრივი მეთოდებით, არის თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულება. ყველა ადამიანს, ვინც კანონს არ არღვევს და აზრს გამოხატავს, მისი უფლება უნდა იყოს დაცული. ამისთვის თითოეული თქვენგანი, ვისაც შემოსავალი გაქვთ, იხდით საკუთარი ჯიბიდან და აფინანსებთ იმ ადამიანებს, რომელთა ვალდებულებაც არის შექმნას ველი ნებისმიერი მოქალაქის დასაცავად. ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება,” – განაცხადა პრეზიდენტმა.