ადვოკატი ირმა ჭკადუა სოციალურ ქსელში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს. ის შაქარაშვილების ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
“შლეგი, აგრესიული და ამორალური საზოგადოება, ქმნის წყვდიადს და იძულებულს გხდის, შენც გაცხოვროს ამ სიბნელეში.
ადამიანების გარკვეულმა ნაწილმა, დღემდე ვერ ამოხსნა ის ფაქტი, თუ რატომ დადის, გიორგი შაქარაშვილის ოჯახი, ტელევიზიების ნაცვლად, ეკლესიაში!!! რაში სჭირდებოდათ იურისტი ბიძა, როცა არსებობს ოპოზიცია და უამრავი გაქნილი ჟურნალისტი?!..
მაინტერესებს, რაში შეეშალათ ხელი ოჯახის დუმილით? როგორც უნდოდათ, ისე აგორავეს ეს საქმე და რაც უნდოთ და როგორც აწყობდათ, ის გაასაღეს ფაქტები, ბოლოს კი დაიბრალეს, რომ არა ჩვენ, ეს საქმე არ გაიხსნებოდაო. აი ამ მოდელირებული დღის წესრიგით ვიცხოვრეთ ეს ბოლო რამდენიმე კვირა, თუმცა, გუშინდელი დღე, იყო იმედისმომცემი. ვნახეთ, რომ ოჯახის მიერ არჩეულმა სტრატეგიამ, გაამართლა, გიორგის ბიძამ, ფეხდაფეხ სდია გამოძიებას, ყველა ძაფი, რომელიც მომხდარ დანაშულთან მიიყვანდა, ხელიდან არ გაუშვია.
მადლობა ამ რთული დღეებისთვის ბ. მირიანს, შეიძლება ითქვას, რომ დიდია მისიწვლიალი, ამ ბუნდოვანი საქმის გახსნაში”,-წერს ადვოკატი.
https://www.facebook.com/chkaduairma/posts/136809204715410