LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ადამიანების დაუმორჩილებლობის დრო დგება” – პარლამენტის წინ აქცია იწყება

139
DAUMO

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია” და მთავრობის შემოღებული რეგულაციებით უკმაყოფილო საზოგადოების ჯგუფი 20:00 საათზე, კომენდანტის საათის შემდეგ, პარლამენტის წინ “დაუმორჩილებლობის დღეს” აწყობენ.

“როდესაც ხელისუფლებას კრიზისიდან გამოსვლის არათუ რამე გეგმა აქვს, არამედ უფრო აღრმავებს მას და როდესაც ხელისუფლებას თავისი მოქალაქეების არ ესმის, პანდემიას კი მისთვის სასიკეთოდ და სხვებისთვის საზიანოდ იყენებს ადამიანების დაუმორჩილებლობის დრო დგება!” – წერია დაგეგმილი აქციის “ფეისბუკ” ღონისძიების აღწერაში.

"ბიზნესს არ ვურჩევდი ხელისუფლებასთან ულტიმატუმის ენით საუბარს" - ნათია თურნავა

ის, რომ ჩვენ ახლა თანდათან შემსუბუქებას ვაკეთებთ, ეს, რა თქმა უნდა, არ არის რაიმე სახით ჩვენზე ზეწოლის შედეგი

აქციის მთავარი მოთხოვნაა კომენდანტის საათის გაუქმება ან 12 საათამდე გადაწევა და ბიზნესისთვის, კაფეებისა და რესტორნებისთვის მუშაობის ნებართვის მიცემა.

“ჩათვალეს, რომ გამოცხადებული შემსუბუქება უნდა ყოფილიყო საკმარისი მიზეზი, რომ პროტესტი არ შემდგარიყო, მაგრამ ვერ მივართვით. ეს ხომ რეალური გახსნა არ არის?! შაბათ-კვირას რომ არ მუშაობენ რესტორნები, 9 – ზე უკვე კომენდანტი რომ არის და მეპატრონეს ამის გამო 7-ზე უწევს ობიექტის დაკეტვა, ხომ არარეალურია, ამან იმუშაოს. ამიტომ, უნდა გაუქმდეს ის უაზრო რეგულაციები, რომლებიც ანგრევს ქვეყნის ეკონომიკას”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები