LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანები, რომლებიც მუდმივად აგვიანებენ, ყველაზე ბედნიერები და ჯანმრთელები არიან

thinkstockphotos-485662634

თუკი დროულად ვერასდროს ვერსად მიდიხართ და მუდმივად ყველგან აგვიანებთ – მაშინ თქვენთვის ძალიან კარგი ამბავი გვაქვს. როგორც ჰარვარდის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაადგინეს, არაპუნქტუალური ადამიანები უფრო ბედნიერები და ჯანმრთელები არიან.

როგორც ჩანს, დაგვიანებისკენ მიდრეკილება ცუდი სულაც არ არის და პირიქით, შესაძლოა ძალიანაც სასარგებლო იყოს. არაპუნქტუალური ადამიანები უფრო პოზიტიურები, ენთუზიაზმით სავსეები და უფრო პროდუქტიულებიც კი არიან.

რაც არ უნდა გიჟურად ჟღერდეს, ჰარვარდის უნივერსიტეტში სჯერათ, რომ ასეთი ადამიანები უფრო ბედნიერები არიან და უფრო დიდხანსაც ცოცხლობენ. საქმე ისაა, რომ მათ დიდი ოპტიმიზმი აქვთ, რაც საბოლოოდ ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. ისინი ცდილობენ ყველაფერს მხოლოდ დადებითი კუთხით შეხედონ და ცხოვრების დინებას საკმაოდ მოდუნებულები, ზედმეტი სტრესის გარეშე მიყვნენ.

გარდა ამისა, დაგვიანების მოყვარულებს ისიც ძალიან ეხმარებათ, რომ ყველაფერს დიდი სიმშვიდით აკეთებენ, რაც სისხლის მიმოქცევისა თუ წნევის დარეგულირებისთვის სასარგებლოა.

ბუნებრივია, ამ კვლევის მიზანი იმის თქმა არ იყო, რომ დაგვიანება კარგია. არა, ზოგჯერ უმჯობესია რომ დანიშნულების ადგილზე დროულად მიხვიდეთ, თუმცა ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ თუკი ზოგჯერ აგვიანებთ ამაში კრიტიკული და საგანგაშო არაფერი არ არის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები