ალბათ ყველას ცხოვრებში მოიძებნება ისეთი ადამიანი, რიომელიც ყველგან აგვიანებს, რომლის დანახვაზეც სამსახურში ყველას ეღიმება, რომელსაც ყველაზე მეტი საყვედური აქვს მიღებული ხელმძღვანელისგან და რომლისთვისაც ჯარიმაც კი არაა საბაბი უღალატოს საყვარელ ჩვევას. აღმოჩნდა, რომ ამას აქვს მეცნიერული დასკვნა. ადამიანები, რომლებიც აგვიანებენ, უფრო ოპტიმისტები და გაწონასწორებულები არიან. ბევრად სხარტად აზროვნებენ და ბევრად მეტი საქმის კეთების უნარი აქვთ, ვიდრე მათ, ვინ შესაძლოა დილიდან სამსახურში ზის. ეს ცხადია არ გულისხმობს იმას, რომ პუნქტუალური ადამიანები არ არიან კრეატიულები. უბრალოდ როგორც მედალს ორი მხარე , ასევე ზარმაც ადამიანებსაც საკუთარი კარგი თვისებები გააჩნიათ.
ახალ დასკვნას ამ თემაზე სან-დიეგოს უნივერსიტეტის მკვლევარები გვთავაზობენ. აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებიც გამუდმებით აგვიანებენ სამსახურსა თუ სასწავლებელში, განსაკუთრებული ნიჭით არიან დაჯილდოებულები. აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები უფრო გლობალურ საკითხებზე აკეთებენ აქცენტირებას და წვრილ-წვრილი პრობლემები თუ საქმეები მათი ინტერესის სფერი არაა. ცნობილი წიგნის, Never Be Late Again-ის ავტორი დიანა დელონზორი ამბობს, რომ დაგვიანების პრობლემა შესაძლოა თავის ტვინიდანაც მოდიოდეს.
გარდა მისა, ავტორი აცხადებს, რომ ასეთი ადამიანები გამუდმებით, ყველა სიტუაციაში აგვიანებენ, ესაა სამსახური, ქორწილი, წვეულება თუ რაიმე სხვა ღონისძიება.