LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან, ვინც ყველაფერს წარსულში ტოვებს და ვისაც ყველაფერი წინ აქვს“ –  არეტა ფრანკლინი

157
FORTUNA. GE

არეტა ლუიზა ფრანკლინი ჟურნალ „როლინგ სთოუნის“ მიერ 2008 წელს მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალად დასახელდა: „ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან, ვინ ყველაფერს წარსულში ტოვებს და ვისაც ყველაფერი წინ აქვს. მე მეორე კატეგორიაში ვარ“ – ამბობდა არეტა ფრანკლინი. სოულის მომავალი დედოფალი მემფისში დაიბადა, მამა სასულიერო პირი იყო, დედა კი, ეკლესიაში მღეროდა. ეკლესიაში სიმღერა არეტამაც ადრეული ასაკიდან დაიწყო. მისი ხმა იმდენად ძლიერი და გამორჩეული იყო, რომ ის მალევე შეამჩნია აგენტმა ჯონ ჰემოდნმა, რომელმაც არეტა „ათლანტიკ რექორდსში“ მიიყვანა. პირველი სიმღერა I Never Loved a Man კლასიკური სოულის მარგალიტად აღიარეს და ის 10 წლის მანძილზე მსოფლიოს წამყვანი ჩარტების ლიდერობას ინარჩუნებდა. განსაკუთრებულად პოპულარული გახდა სიმღერა Respect , რომელსაც ადრე ოტის რედინგი ასრულებდა. გამოსვლიდან მალევე ის ფემინისტების არაოფიციალურ ჰიმნად დაასახელეს.

1968 წელს არეტამ პირველი „გრემი“ მიიღო და ჯამში მუსიკაში ყველაზე პრესტიჟული პრემიის გამარჯვებული 18-ჯერ გახდა. „ქალის სახე ამერიკიდან“ – ასე გაიცნო მსოფლიომ ლეგენდარული მუსიკოსი, ვისი წარმატებაც მალევე გაცდა ამერიკის საზღვრებს. უკვე 70-იან წლებში გამოვიდა ალბომი Amazing Grace, რომლითაც არეტას წარმატების ახალმა ტალღამ გადაუარა. იყო ერთი უცნაური მომენტი, მის სიმღერებს არ ყავდა სტაბილური ავტორი, ალბათ ამიტომაც 70-იანებში მისი პოპულარობა ჩაქრა. ვერ ვიტყვით, რომ არეტა ამ ფაქტმა დეპრესიაში ჩააგდო. წარმატება  90-იან წლებში დაბრუნდა, როდესაც გამოვიდა დუეტი ჯორჯ  მაიკლთან I knew you were waiting for me. სიმღერა მალევე ბრიტანული ჩარტების ნომერი პირველი ჰიტი გახდა. 2005 წელს არეტა ფრანკლინს თავისუფლების საპრეზიდენტი ორდენი მიანიჭეს.

არეტა 76 წლის ასაკში დეტროდიში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მომღერალი 2010 წლიდან სიმსივნეს ებრძოდა. დაკრძალვის ცერემონიაზე სოულის დედოფლის პატივსაცემად სტივ უანდერმა, ფეით ჰილმა, არიანა გრანდემ და ჯენიფერ ჰადსონმა იმღერეს. მიუხედავად ასაკისა, არეტა აქტიურად ქმნიდა და ასრულოებდა მუსიკას. მათ შორის ცხოვრების ბოლო წუთამდე. მას ყოველთვის სჯეროდა, რომ ღირსეულად ატარებდა სოულის დედოფლის ტიტულს: ადამიანებმა, რომლებიც ფულს ალბომის შესაძანად ხარჯავენ, იციან რასაც აკეთებენ. რადგან ისინი ჩემს ალბომებს ყიდულობენ, ესე იგი მე ეს დავიმსახურე,ამბობდა მუსიკოსი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები