LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადა მარშანია: თადუმაძე აუუუ! რატომ არ არის აქამდე დაპატიმრებული გაბუნია

486
54517801_2802346006472066_5725079779367976960_o

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას დაპატიმრებას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება დეპუტატმა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე დაწერა.

შეგახსენებთ, “რუსთავი 2”-ის პირდაპირი ეთერიდან წამყვანის მიერ წარმოთქმულ სიტყვებთან დაკავშირებით,  საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ განცხადება გაავრცელა.

“ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” გადაცემა “პოსტ სკრიპტუმის” წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ დღეს, 7 ივლისს  გადაცემის წარდგენისას რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული არაეთიკური განცხადებები ზიანს აყენებს არა მხოლოდ “რუსთავი 2-ს”, არამედ ქართულ ეთიკურ მედიას, ხელს უწყობს მედიისა და ჟურნალისტების მიმართ ნდობისა და პატივისცემის შემცირებას, სიძულვილის ენის ტირაჟირებას,  აზიანებს ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებასა და განვითარებას. სწორედ პასუხისმგებლიანი და ეთიკური მედიაა მთავარი იარაღი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში”, – წერია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები