ბათუმში მე-10 დღეა 20 წლის ახალგაზრდას – ნიკა ცეცხლაძეს ეძებენ.
როგორც „ფორტუნას“ ნიკა ცეცხლაძის მამამ განუცხადა, ძებნის ოპერაციაში ჩართულია პოლიციაც.
„5 მარტს, საღამოს 20:00 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. პოლიციაც ეძებს.
აცვია შავი ქურთუკი, „კაპიუშონი“ და ჯინსის შარვალი“, – უთხრა ემზარ ცეცხლაძემ „ფორტუნას“.
თუ ფლობთ რაიმე სახის ინფორმაციას, დარეკეთ ნომერზე: 591 67 61 00 ან 598 09 00 52